Visa-მ, ბიზნეს ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან პარტნიორობით, დაიწყო ბიზნეს იდეების კონკურსი ქალებისთვის She’s Next, Empowered by Visa-ს ფარგლებში.
წელს, She’s Next ინიციატივის მე-4 ტალღა ხორციელდება საქართველოში, ბიზნეს იდეების კონკურსის ფორმატში. კონკურსის 10 რჩეული მონაწილე გაივლის პრაქტიკულ და თეორიულ მასტერკლასებს, რომელთაგანაც საუკეთესო ბიზნეს იდეის მქონე 3 ქალი გამოვლინდება და თითოეული მათგანი მიიღებს 10,000 ლარის ოდენობის პრიზს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქართველ სრულწლოვან ქალს, ვისაც აქვს ბიზნეს იდეა და მისი განხორციელება სურს.
კონკურსის მიზანი საქართველოში ქალი მეწარმეების გაძლიერება და მათი ხელშეწყობაა, სხვადასხვა რესურსის, მათ შორის დაფინანსების შესაძლებლობის შეთავაზების გზით.
კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://w4t.ge/News/NewsDetails/190
გისურვებთ წარმატებებს !