🔊 დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025).
🔷 პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ- მკვლევართა პროგრამებსა და ჩინური ენის შემსწავლელ კურსებზე სწავლის და ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯის სრულად დაფინანსებას.
📊 წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე: https://shorturl.at/jyDX2
🔷 სასტიპენდიო პროგრამით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება განაცხადების შემოტანის პერიოდში, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში. მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N7, II სართული.
🔷 კონსულტაციის გავლა ასევე შესაძლებელია სატელეფონო ცხელი ხაზის ნომერზე: 0322 970 197 და ელექტრონული ფოსტის info-iec@iec.gov.ge მეშვეობით.