აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება აცხადებს 2024 წლის საგრანტო კონკურსს გაცვლითი პროგრამის მონაწილეთათვის (ალუმნებისთვის). პროგრამის დაფინანსების შემთხვევაში, აშშ-ის საელჩო ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის მონაწილეებს სხვადასხვა აქტივობებისათვის.
პროგრამის აღწერა
პროგრამის ფარგლებში ალუმნებზე გაიცემა ინდივიდუალური გრანტები დემოკრატიისა და დასავლური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შემდეგი მიმართულებებით:
- გენდერული თანასწორობა
- ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინკლუზია
- დამოუკიდებელი მედიის განვითარება
- კიბერ განათლება და კიბერუსაფრთხოება,
- საგანმანათლებლო სისტემების გაძლიერება
- ხარისხიან ზოგად განათლებაზე წვდომის ზრდა
- ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა
- სამეწარმეო განათლება
- კულტურული მემკვიდრეობის დაცვა რეგიონებში
- გარემოს დაცვა.
განმცხადებლებს შეუძლიათ მაქსიმუმ ორი (2) პროექტის წარდგენა განაცხადის ვადაზე. ორზე მეტი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, სხვა განაცხადებიც ანულირდება.
გთხოვთ, საპროექტო განაცხადი ელექტრონულად გადააგზავნოთ შემდეგ მისამართზე TbilisiGrants@state.gov და სათაურში დაურთოთ პროგრამის სახელწოდება (Alumni Program).
გთხოვთ, განაცხადები გამოაგზავნოთ 12 აპრილი, 2024; 18:00 საათამდე.
გისურვებთ წარმატებებს !