დაიწყო სტუდენტებს მოწვევა საქართველოს ექვსი ქალაქიდან პროექტ ,,დემოკრატიის საყრდენში" მონაწილეობის მისაღებად.
"დემოკრატიის საყრდენი“ ამერიკული პროექტის „Know Your Government“ ანალოგია, რომელიც ვაშინგტონის შტატში ხორციელდება. საქართველოში პროექტი იგეგმება შემდეგ ექვს ქალაქში: თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ახალციხე, ბათუმი და თელავი.
თითოეულ ქალაქში ჩატარდება 2 დღიანი ტრენინგები დემოკრატიის შესახებ შემდეგ ოთხ საყრდენ თემასთან დაკავშირებით:
- საკანონმდებლო ხელისუფლება;
- სასამართლო ხელისუფლება;
- არჩევნები და პარტიები;
- პოლიტიკისა და მედიის ურთიერთმიმართება.
ტრენინგების წარმატებით დასრულების შემდგომ, მონაწილეები თვითონვე ჩაატარებენ განხილულ თემებზე საინფორმაციო სესიებს, რომლებშიც თავიანთ თანატოლებს ჩართავენ.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებული უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის სტუდენტს, განსაკუთრებით წახალისებულია არაიურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების ჩართულობა. ტრენინგ-შეხვედრები გაიმართება ქართულ ენაზე. თითოეულ ქალაქში შეირჩევა 25 სტუდენტი, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ აქტივობებში მიიღებს მონაწილეობას. პროექტის კურსდამთავრებულებს EPAG-ისა და აშშ-ის საელჩოს დადასტურებული სერტიფიკატები გადაეცემათ.
ტრენინგ-შეხვედრები თბილისში, თელავსა და ახალციხეში გაიმართება ივნისის პირველ ნახევარში, ხოლო ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში - ივნისის მეორე ნახევარში. ზუსტი თარიღები გამოქვეყნდება მაისის ბოლოს ჩვენს გვერდზე.
მეტი ინფორმაციის მისაღებად, გიწვევთ საინფორმაციო ონლაინ შეხვედრაზე 10 მაისს, 20:00 საათზე (GMT+4), Google Meets პლატფორმაზე:
https://meet.google.com/byr-oqih-bey
პროექტში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა სააპლიკაციო ფორმის შევსება:
https://forms.gle/hC1qjrHc5pJUt9FU7
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა, 20 მაისი, 23:59 საათი (GMT+4). მონაწილეობის მსურველთა განაცხადები განიხილება შემოსვლისთანავე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე: pillarsofdemocracy2024@gmail.com