Warning: trim() expects at least 1 parameter, 0 given in /home/youthplatform/public_html/index.php on line 1
მედიაწიგნიერების საზაფხულო ბანაკისთვის მონაწილეთა შერჩევა დაიწყო! ანონიმური შეფასება
img upload
close
შესაძლებლობები

ორგანიზაციებისთვის

112

გარემოს დაცვა

71

ადამიანის უფლებები

174

დემოკრატიული ჩართულობა

174

ინოვაციები და ტექნოლოგიები

105

მეწარმეობა

60

ჯანმრთელობის დაცვა

64

გართობა და რეკრეაცია

73

ჰობი და ინტერესები

177

logo



შესვლა
მედიაწიგნიერების საზაფხულო ბანაკისთვის მონაწილეთა შერჩევა დაიწყო!
07 მაი. 2024
-
07 ივნ. 2024
/
ყაზბეგი
აღწერა
ხშირად დასმული კითხვები
მედია
ფაილები

 

მედიის განვითარების ფონდი (MDF), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ილიას უნივერსიტეტთან პარტნიორობით, აცხადებს კონკურსს მედიაწიგნიერების საზაფხულო ბანაკის მონაწილეების შესარჩევად. 

4-დღიანი საზაფხულო ბანაკის მონაწილეები ქართული და ესპანური ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების - "მითების დეტექტორის” და "მალდიტასა” ერთობლივ, ინტენსიურ მედია და ინფორმაციული წიგნიერების ტრენინგს გაივლიან და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურის გამოცდილებას გაეცნობიან. 

საზაფხულო ბანაკი ინტერაქტიული ფორმატით წარიმართება, რა დროსაც მონაწილეები ცოდნასა და უნარებს შემდეგ საკითხებში გაიღრმავებენ:

  • ინფორმაციული ქაოსი და ახალი მედიაეკოსისტემა
  • ფაქტების გადამოწმება და ვერიფიკაცია
  • ვიზუალური მანიპულაციის ტიპები და მათი გადამოწმების ტექნიკები
  • გეოლოკაციის მეთოდისა და ინსტრუმენტების გამოყენება
  • სოციალური მედიის ყალბი ანგარიშების ვერიფიკაცია
  • სოციალურ მედიაში კონტენტის შექმნის ტექნიკები

 

ბანაკი ყაზბეგში, 11-14 ივლისს გაიმართება.

 

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • თუ ხარ 18-25 წლის ახალგაზრდა;
  • გაქვს მედიაწიგნიერების პროექტის იდეა, რომელსაც საზაფხულო ბანაკის დროს განავითარებ;
  • შეავსე აპლიკაციის განაცხადი:  https://forms.gle/8wpeUdKsbVe9eVUw5
  • და სააპლიკაციო ფორმაში ფაილის სახით ატვირთე ან განათავსე ბლოგის ან ვლოგის ბმული.
  • აპლიკანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე

 

აკონკურსო ბლოგი/ვლოგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

 

  • შეეხებოდეს მედიაწიგნიერების და დეზინფორმაციის თემას
  • ბლოგი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას და გამოიგზავნოს ვორდის დოკუმენტის ან ბმულის სახით
  • თუ მონაწილე ბლოგის ნაცვლად ვლოგის ფორმატში გადაწყვეტს საკუთარი მოსაზრების გამოხატვას, ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წთ-ს.

 

საკონკურსო აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 7 ივნისი. 

#სხვა
შესაძლებლობა ადაპტირებულია:
არ არის ადაპტირებული
საკონტაქტო ინფორმაცია
ყაზბეგი
დახურვა
ფაილები
აქედან შეგიძლიათ გადატვირთოთ ფაილები
ფაილები არ მოიძებნება
შესაძლებლობით დაინტერესებულია (0)
დისკუსია
შეფასება
კომენტარები (0)
შეფასება
star 0.0
(0 შეფასება)