აპლიკაციების მიღება აგროტექნოლოგიების ბანაკისთვის იწყება! საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, 2024 წლის 6-12 აგვისტოს, გაიმართება აგროტექნოლოგიების ბანაკი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში.
ბანაკის განმავლობაში 30 მონაწილეს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ საერთაშორისო ტენდენციებს, განავითაროს ანტერპრენერული უნარები, ჩაერთოს ტრენინგებსა და ვორქშოპებში პროგრამირების, აგროტექნოლოგიებისა და სხვა დეფიციტური მიმართულებებით.
ბანაკი მონაწილეებს სთავაზობს მრავალფეროვან აქტივობებს:
პრაქტიკულ მეცადინეობებს
საინტერესო მოწვეული სპიკერების გაცნობასა და მოსმენას
გასართობ/გუნდურ აქტივობებს
სპორტულ აქტივობებს
ბანაკი ტარდება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის UN Women ერთობლივი ძალისხმევით, პროექტის „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანის საზოგადოებისთვის’’ ფარგლებში, რომელიც საქართველოში დანიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
https://survey.zohopublic.com/zs/iCD38f
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა - 15 ივლისი