ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საქართველოს ეროვნული ბანკი და მის მიერ შექმნილი ფინანსური განათლების პლატფორმა - www.finedu.gov.ge (შემდგომში - „ფინედუ“), პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად წელს უკვე მეოთხედ უერთდება და აცხადებს ვიდეოების კონკურსს (შემდგომში - „კონკურსი“) ახალგაზრდებისთვის.
კონკურსის მიზნებია:
- ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების საკითხების საინტერესო, შემეცნებითი ხერხებით გავრცელება;
- ახალგაზრდა მეწარმეებში ფინანსური განათლების საკითხების პოპულარიზება;
- ახალგაზრდებში გონივრული ფინანსური ქცევების წახალისება;
- ახალგაზრდებში მეწარმეობის წახალისება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეებს რომელთა ასაკია 18-29 წელი.
კონკურსანტმა ვიდეო უნდა გამოგზავნოს 2024 წლის 31 აგვისტოს 23:59 სთ-ის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს - https://tinyurl.com/3m8556ur