ანონიმური შეფასება
img upload
close
შესაძლებლობები

ორგანიზაციებისთვის

112

გარემოს დაცვა

72

ადამიანის უფლებები

175

დემოკრატიული ჩართულობა

176

ინოვაციები და ტექნოლოგიები

104

მეწარმეობა

60

ჯანმრთელობის დაცვა

64

გართობა და რეკრეაცია

75

ჰობი და ინტერესები

180

logo



შესვლა
2026-2027 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
09 ნოე. 2026
-
19 ნოე. 2026
/
მინდელის ქუჩა №9
წასვლა
აღწერა
ხშირად დასმული კითხვები
მედია
ფაილები

2026-2027 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 9 ნოემბრის 11:00 საათზე დაიწყება. ეს პროცესი 19 ნოემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.  

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება შემდეგი ბმულის გამოყენებით. 

რეგისტრაციისათვის მოსწავლეს დასჭირდება მხოლოდ პირადი თერთმეტნიშნა ნომერი.

დეტალური ინსტრუქცია

ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია როგორც თითოეულ საგანში/საგნებში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X-XII კლასები) მოსწავლეს, ასევე, სურვილის შემთხვევაში, საბაზო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლესაც (მეშვიდე, მერვე, მეცხრე კლასი).

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ჩატარდება: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართულ ენაში (არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის), მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და უცხოურ ენებში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული).

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ოლიმპიადას ყოველწლიურად სამ ტურად ატარებს. პირველ ტურს მსურველები ონლაინ გაივლიან. მომდევნო ორი ტური საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება.

ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე მონაწილეების მსურველებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ ცენტრის მხრიდან სპეციფიკური გარემოს/პირობების შექმნა, უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამედიცინო ცნობა  (ფორმა №IV-100/ა) ცენტრში 19 ნოემბრის 18:00 საათამდე.

#სხვა
შესაძლებლობა ადაპტირებულია:
სმენის შეზღუდვა
მხედველობის შეზღუდვა
მენტალური პრობლემა
არ არის ადაპტირებული
საკონტაქტო ინფორმაცია
მინდელის ქუჩა №9
დახურვა
ფაილები
აქედან შეგიძლიათ გადატვირთოთ ფაილები
ფაილები არ მოიძებნება
შესაძლებლობით დაინტერესებულია (0)
დისკუსია
შეფასება
კომენტარები (0)
შეფასება
star 0.0
(0 შეფასება)