ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება საჯარო ლექცია - ,,კომუნიკაციის ხელოვნება-სიტყვიდან საზოგადოებრივ გავლენამდე”.
ლექციას წარმართავს ჟურნალისტი ნანუკა მერლანი
აღნიშნული პროექტის მიზანია: კომუნიკაციის კულტურისა და ეფექტური მეტყველების უნარების განვითარება, მონაწილეებისთვის საკუთარი აზრის სწორად, დამაჯერებლად და არგუმენტირებულად გამოხატვის მნიშვნელობის გაცნობა, რათა შეძლონ საზოგადოებაზე დადებითი გავლენის მოხდენა.
ლექციის შედეგად მონაწილეები გაიღრმავებენ კომუნიკაციის უნარებს, განივითარებენ თავდაჯერებულობას, კრიტიკულ აზროვნებასა და საჯარო გამოსვლის კულტურას, რაც ხელს შეუწყობს მათ აქტიურ საზოგადოებრივ ჩართულობას.
დასწრება თავისუფალია
თარიღი:16 ნოემბერი,ორშაბათი
დრო: 17:00 საათი
ადგილი: თსუ-ს I კორპუსის ,07 აუდიტორია