ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში და ფორსეტი 18-20 ივნისს თანასწორობის ჰაკათონზე გეპატიჟებით!
Ჰაკათონში მონაწილეობა უფასოა და შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ სტატისტიკოსს, გრაფიკულ დიზაინერს, დეველოპერს, კომუნიკაციის სპეციალისტს, მკვლევარს, მონაცემებითა და თანასწორობის საკითხებით დაინტერესებულ ადამიანს.
თანასწორობის ჰაკათონის მიზანია, აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება დისკრიმინაციული პრაქტიკისა და მისი უარყოფითი გავლენის შესახებ, მონაცემებზე დაფუძნებული ციფრული პროდუქტებით.
ღონისძიების ფარგლებში, 2-6 ადამიანისგან შექმნილი გუნდები მენტორებთან ერთად იმუშავებენ ისეთი ინოვაციური ინსტრუმენტების შექმნაზე, რომლებიც დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის მიღწევისკენ იქნება მიმართული. გამარჯვებული გუნდ(ებ)ისთვის საპრიზო ფონდი 2100 ევროა.
ჰაკათონის თვე, უშუალოდ მთავარ ღონისძიებამდე, დატვირთული იქნება სხვადასხვა ტრენინგითა და ვორკშოპით მონაცემთა ვიზუალიზაციისა და თანასწორობის თემატიკაზე. ტრენინგებში მონაწილეობის მსურველებმა ინფორმაციისთვის თვალი ადევნეთ ForSet-ის ფეისბუქის გვერდს.
ჰაკათონის ფარგლებში შეიქმნება ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა:
- ინტერაქტიული ვიზუალიზაცია;
- ინფოგრაფიკების სერია;
- მობილური ან ვებ თამაში;
- ქვიზი;
- მობილური ან ვებაპლიკაცია;
- ანიმაციური ვიდეო;
- სოციალური ექსპერიმენტი;
- სხვ.
Ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება 11 ივნისამდე: https://forms.gle/ZqvM2wYHK7mJi5W89
მონაწილეები შეირჩევიან შევსებული აპლიკაციების საფუძველზე.
ჰაკათონი ფიზიკურ სივრცეში გაიმართება თუ ვირტუალურში, დამოკიდებულია იმ დროისთვის არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. შესაბამისად, ამის შესახებ გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.
Ჰაკათონი ორგანიზებულია ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისისა და ფორსეტის მიერ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და News.On.ge-ისთან პარტნიორობით.