ბათუმის უშუს საერთაშორისო ტურნირი ყოველწლიურად 10-მდე ქვეყნის უშუისტთა ეროვნული ნაკრების გუნდებს მასპინძლობს, 2021 წელს აღნიშნული ტურნირი დაიგეგმა 6-12 სექტემბერს, სადაც ბათუმში მცხოვრებ ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება მოხალისეთა გუნდში აღმოჩნდნენ და ღირსეული მასპინძლობა გაუწიონ ტურნირის მონაწილეებს.
მოხალისეთა შერჩევა მოიცავს 2 ეტაპს:
1) რეგისტრაცია ( აპლიკაციის სრულყოფილად შევსება და გამოგზავნა)
2) შერჩეულ აპლიკანტებთან გასაუბრება
აუცილებელი კრიტერიუმები:
საცხოვრებელი ადგილი: ბათუმი
მოხალისე უნდა იყოს მობილიზებული, კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი, პუნქტუალური . აუცილებელია იცოდეს ინგლისური, სასურველია რუსულიც.
ტურნირის ბოლოს მოხალისეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.
საკონტაქტო პირები:
1) მოხალისეთა კოორდინატორი_მანანა საური
577178099; saurim92@gmail.com