პროექტი სპეციალურად ანიმეს მოყვარულთათვის
"ახალგაზრდები ცვლილებებისათვის" გთავაზობთ ,,რა? სად? როდის? - ონლაინ მატრიცას'' ნარუტოს თემაზე(Naruto; Naruto shippuden)
⚠️თამაშის წესები:
🔷️მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც ნანახი აქვს და უყვარს ნარუტო
🔷️თამაშის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ინდივიდუალურად გასცენ პასუხები 20-მდე შეკითხვას (თემა-ნარუტო, კითხვები იქნება "რა? სად? როდის?''-ის სტილში)
🔷️პასუხების დაფიქსირება მოხდება ორგანიზაციის მიერ წინასწარ გამოგზავნილი პასუხების ბმულზე(პასუხების შეცვლა დაუშვებელია)
🔷️თამაშის გამარჯვებული გახდება ის, ვისაც ყველაზე მეტი სწორი პასუხი ექნება გაცემული.
🔴 დაუშვებელია კითხვაზე პასუხების მოძიება და სხვა დამხმარე საშუალებების გამოყენება
🔴თამაშის განმავლობაში სავალდებულო იქნება კამერის ჩართვა.
🔴იმ შენთხვევაში თუ მონაწილე შემჩნეული იქნება წესების დარღვევაში, მას მიეცემა გაფრთხილება, მეორე გაფრთხილების შემთხვევაში იგი გამოეთიშება თამაშს.
პრიზები:
🥇პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს ორგანიზაციისგან გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი და ნარუტოს თემატიკაში მისთვის ინდივიდუალურად შესრულებული პოსტერის ელექტრონული ვერსია
🥈🥉 მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები ასევე მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატებს ორგანიზაციისგან
⚠️პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია შეავსოთ შემდეგი სარეგისტრაციო ფორმა:
https://forms.gle/Ckc45s24q2YV7LZ77
🟣მონაწილეები შეირჩევიან სამოტივაციო წერილის საფუძველზე.
🟣მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 12.
მნიშვნელოვანი თარიღები:
🔻რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20/07/2021
🔻აპლიკაციების გადარჩევა და მონაწილეებთან დაკავშირება: 25/07/2021
🔻თამაში: 30/07/2021
⬛ პროექტში მონაწილეობა უფასოა.
გისურვებთ წარმატებას!
️
