"ახალგაზრდები ცვლილებებისათვის" იწყებს ახალი მოხალისეების მიღებას
თუ ხართ:
შრომისმოყვარე;
პასუხისმგებლიანი;
შემოქმედებითი;
პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარებასა და დახვეწაზე ორიენტირებული;
სიახლეების მოყვარული;
კომუნიკაბელური;
პრეზენტაბელური;
პოზიტიური;
ორგანიზებული
თუ გსურს:
შენს იდეებს მისცე რეალიზების საშუალება;
გახდე ორგანიზებული, მიზანსწრაფული და მეგობრული გუნდის წევრი,
გამოგვიგზავნე რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (არანაკლებ 200 სიტყვა) მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე:
Info.YFCH.Geo@gmail.com
განცხადების გამოგზავნა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, 14 წლის ასაკიდან.
აპლიკაციები მიიღება 23 აგვისტოს ჩათვლით.
მოხალისეობრივი პერიოდი შეადგენს მინიმუმ სამ თვეს, რომლის ფარგლებში დაგროვებული მოხალისეობრივი საათების საფუძველზე მოხდება შესაბამისი კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.
გისურვებთ წარმატებას!