”ახალგაზრდები ცვლილებებისათვის” აცხადებს ნახატების კონკურსს: “ევროპა ჩემთვის”.
კონკურსის წესები:
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს საკუთარი ნამუშევარი, სადაც უნდა იყოს გადმოცემული მისი თვალით დანახული ევროპა.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება სამი გამარჯვებული მონაწილე, I-II-III ადგილოსნები.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან ფოტოზე ასახული დადებითი რეაქციების მიხედვით.
ნახატების მიღები ბოლო ვადაა 5 აგვისტო,20:00 საათი.
ნამუშევრები გამოქვეყნდება ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდზე 6 აგვისტოს, 20:00 საათზე.
ნამუშევრებზე რეაქციების დაფიქსირება შესაძლებელი იქნება 10 აგვისტოს ჩათვლით, 18:00 საათამდე.
ორგანიზაცია იტოვებს უფლებას კონკურსიდან ჩახსნას ნამუშევარი რომელიც მიმართული იქნება ევროპული ღირებულებების და ზოგადად ანტი ევროპული განწყობებისაკენ!
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს ნებისმიერი კლასიდან.
გამარჯვებული მონაწილეები ორგანიზაციისგან მიიღებენ სპეციალურ სერტიფიკატებს და მათი ნამუშევრები გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
მონაწილეობის მსურველებმა ნახატები უნდა გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე:
Info.YFCH.Geo@gmail.com
ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ “ევროპა ჩემთვის”
აღწერაში მიუთითეთ:
სახელი, გვარი
ასაკი
სკოლა,კლასი
გისურვებთ წარმატებებს!