ანონიმური შეფასება
img upload
close
შესაძლებლობები

ორგანიზაციებისთვის

112

გარემოს დაცვა

71

ადამიანის უფლებები

174

დემოკრატიული ჩართულობა

174

ინოვაციები და ტექნოლოგიები

98

მეწარმეობა

60

ჯანმრთელობის დაცვა

64

გართობა და რეკრეაცია

73

ჰობი და ინტერესები

177

logo



შესვლა
ისწავლე მონაცემთა მეცნიერება, მონაცემთა კომუნიკაცია და პროექტების მართვა უფასოდ
25 ნოე. 2021
-
05 დეკ. 2021
ფორსეტი
6 გამომწერი
აღწერა
ხშირად დასმული კითხვები
მედია
ფაილები

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ფორსეტი და MaxinAI იწყებენ ახალგაზრდების სასწავლო პროგრამას მონაცემთა მეცნიერებაში, მონაცემთა კომუნიკაციასა და პროექტების მართვაში. 

პროექტის მიზანია, სტუდენტებს, ახალგაზრდა პროფესიონალებს და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს განუვითაროს ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები ისეთ მოთხოვნად და პერსპექტიულ სფეროში, როგორიცაა მონაცემთა მეცნიერება, მონაცემთა ვიზუალიზაცია და კომუნიკაცია და დამატებით, დაეუფლონ პროექტის მართვის ცოდნას. 

კურსის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ონლაინ ფორმატში უფასოდ დაესწრონ DataFest Tbilisi 2021-ს (datafest.ge), მონაცემთა საერთაშორისო ყოველწლიურ ფესტივალს, რომელიც 7-11 დეკემბერს გაიმართება. კურსის დასრულების შემდეგ კი შერჩეული მონაწილეები ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან ფორსეტსა და MaxinAI-ში. 

სასწავლო კურსი დისტანციურია და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვინც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

- სწავლობს ან დაამთავრა სოციოლოგიის, სტატისტიკის, ჟურნალისტიკის, გრაფიკული დიზაინის, ეკონომიკის, პროგრამირების, კომპიუტერული მეცნიერების ან მონათესავე ფაკულტეტი;
- ან მუშაობს საჯარო ან სამოქალაქო სექტორში და სურს, დაეუფლოს მონაცემთა მეცნიერებას ან მონაცემთა კომუნიკაციას, რომ შეძლოს განახორციელოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის ანალიზი;
- აინტერესებს მონაცემთა მეცნიერება, კომუნიკაცია, ვიზუალიზაცია;
- ასაკი არ აღემატება 35 წელს.

კურსის ფარგლებში ორი ჯგუფი ჩამოყალიბდება და მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ მონაცემთა მეცნიერების ან მონაცემთა ვიზუალიზაციის მიმართულება. სასწავლო პროცესი ქართულ ენაზე წარიმართება, თუმცა, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე. 

პროგრამა ოთხთვიანია და მისი დასრულების შემდეგ, ფორსეტი და MaxinAI შერჩეულ მონაწილეებს 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას შესთავაზებენ.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 5 დეკემბერი. სასწავლო პროგრამა 2022 წლის იანვრიდან დაიწყება. 

კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით ლელა მერაბიშვილს - lela@forset.ge

#ორგანიზაციებისთვის
#დემოკრატიული ჩართულობა
#ინოვაციები და ტექნოლოგიები
#მეწარმეობა
#ჰობი და ინტერესები
#სხვა
შესაძლებლობა ადაპტირებულია:
ტარდება ვირტუალურ სივრცეში
ელექტრონული ბმული
დახურვა
ფაილები
აქედან შეგიძლიათ გადატვირთოთ ფაილები
ფაილები არ მოიძებნება
შესაძლებლობით დაინტერესებულია (0)
დისკუსია
შეფასება
კომენტარები (0)
შეფასება
star 0.0
(0 შეფასება)