ათასწლეულის ფონდი აცხადებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს 2023 წლისთვის.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც დაბადებულნი არიან 2006 წლის 2 აპრილიდან - 2010 წლის 1 აპრილის პერიოდში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია გუნდურად; გუნდში წევრების მინიმალური რაოდენობაა ორი, ხოლო მაქსიმალური - ხუთი.
შევსებული განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 6 მარტი.
კონკურსის პირობები და განაცხადის ფორმა იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.
პირველ ადგილზე გასული გუნდი 2024 წლის ზაფხულში გაემგზავრება NASA-ში, აშშ-ში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდები, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ STEM პროგრამებში და/ან დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ - https://www.millennium.org.ge/geo/events/detailed/15