USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ მონაწილე ახალგაზრდებისთვის ცხადდება, გენდერული თანასწორობის მიმართულებით მცირე გრანტების კონკურსი.
საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ მონაწილე 14-29 წლის ახალგაზრდებს ან აქტივისტთა ჯგუფს საქართველოს 13 ქალაქიდან (თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ოზურგეთი, გორი, თელავი, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ახალციხე, დმანისი, გარდაბანი და მარნეული);
დაფინანსებული პროექტის განხორციელების დაწყება შესაძლებელია 2023 წლის 15 მარტიდან;
კონკრეტული პროექტის ხანგრძლივობა (საანგარიშო პერიოდის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს (3 თვე);
საგრანტო განაცხადის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 600 ლარს.
განაცხადის ფორმა ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად უნდა შეივსოს ამ ბმულზე - https://bit.ly/3XUIm1J
საგრანტო განაცხადების მიღება მოხდება 2023 წლის 27 თებერვლიდან - 2023 წლის 10 მარტის ჩათვლით.
საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე: https://bit.ly/3In8rkb