ანონიმური შეფასება
img upload
close
შესაძლებლობები

ორგანიზაციებისთვის

112

გარემოს დაცვა

71

ადამიანის უფლებები

174

დემოკრატიული ჩართულობა

174

ინოვაციები და ტექნოლოგიები

105

მეწარმეობა

60

ჯანმრთელობის დაცვა

64

გართობა და რეკრეაცია

73

ჰობი და ინტერესები

177

logo



შესვლა
ტრენინგ კურსს გოგოები ცვლილებებისთვის 2023
06 მარ. 2023
-
26 მარ. 2023
აღწერა
ხშირად დასმული კითხვები
მედია
ფაილები

 

ქალებისა და გოგოების გაძლიერების ფარგლებში, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა, ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით იწყებს ახალგაზრდულ პროექტს “გოგოები ცვლილებებისთვის“. 

 

პროექტის ფარგლებში სტუდენტ გოგოებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ და აიმაღლონ ცოდნა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ევროკავშირის, PR სტრატეგიების, ბიზნესის მართვის, ვაჭრობის, საინვესტიციო გარემოს შესახებ და განივითარონ ლიდერული უნარები პროფესიონალების დახმარებით. სესიები ჩატარდება ფიზიკურად, დარგის ექსპერტების, ბიზნეს ასოციაციებისა და წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლების ხელმძღვანელობით. სესიების დასრულების შემდეგ ყველაზე წარმატებულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციებში. საუკეთესო სტუდენტები მოხვდებიან სპეციალურ ბაზაში და პერიოდულად მიიღებენ ინფორმაციას პარტნიორ ორგანიზაციებში გამოცხადებული  სტაჟირების პროგრამების შესახებ. 

 

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტ გოგოებს საქართველოში მოქმედი ნებისმიერი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საფეხურიდან. პროექტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონების ჩართულობა. პროექტისთვის შეირჩევა 45 საუკეთესო აპლიკაციის მქონე სტუდენტი. ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა.

 

მითითებულ ბმულზე შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 26 მარტი

სარეგისტრაციო ფორმა

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.hr.ge/announcement/280572/trening-kursigogoebi-cvlilebebisTvis

 

#სხვა
შესაძლებლობა ადაპტირებულია:
არ არის ადაპტირებული
საკონტაქტო ინფორმაცია
ტარდება ვირტუალურ სივრცეში
ელექტრონული ბმული
დახურვა
ფაილები
აქედან შეგიძლიათ გადატვირთოთ ფაილები
ფაილები არ მოიძებნება
შესაძლებლობით დაინტერესებულია (0)
დისკუსია
შეფასება
კომენტარები (0)
შეფასება
star 0.0
(0 შეფასება)