ასოციაცია ‘’ჰერა XXI’’ აცხადებს თანასწორ-განმანათლებელთა 2021 წლის ნაკადის მიღებას.
თანასწორ-განმანათლებლები გაივლიან თემატურ საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესიებს, რაც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში სექსუალური და რეპროდუქციული განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ადვოკატირებასა, ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას.
თემატური საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესიების გავლის შემდეგ შეირჩევიან
ტრენერთა ტრენინგის (TOT) მონაწილეები.
ტრენერთა ტრენინგის(TOT) წარმატებით გავლის შემდეგ თანასწორ-განმანათლებლებს საშუალება ექნებათ მიღებული ცოდნა და გამოცდილება თანატოლებს თავიანთ თემში გაუზიარონ.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 15-25 წლის ასაკის ახალგაზრდებს, რომლებიც ასოციაცია "ჰერა XXI-ის" მოხალისეთა ბაზაზე არიან რეგისტრურებულნი.
თუ ჯერ კიდევ არ ხარ ჩვენი მოხალისე, დარეგისტრირდი და მიიღე შესაძლებლობა გახდე თანასწორ-განმანათლებელი - https://bit.ly/3vBKdvc .
თანასწორ-განმანათლებლობის პროექტში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, განაცხადის ფორმა შეავსეთ არაუგვიანეს 31 მარტისა მოცემულ ბმულზე.
http://bit.ly/2Qix5Lu