ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი UNESCO-ს "ინფორმაცია ყველასთვის" პროგრამის ფარგლებში პროექტის მონაწილეების შერჩევას იწყებს.
"Promoting Information Literacy in Digital Environment among Women in Georgia" - მასშტაბური პროექტია, რომელიც მონაწილეთა ინფორმაციული წიგნიერების და ციფრული უნარების გაზრდას ემსახურება. პროექტი გრძელვადიან პერსპექტივაში გააძლიერებს ქალების მონაწილეობას ტექნოლოგიებში და გაზრდის მათ მზაობას ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში.
პროექტის სამიზნე აუდიტორია: 16 წლიდან ზემოთ მყოფი ქართველი და უკრაინელი დევნილი/ლტოლვილი ქალები (60 მონაწილე).
- პროექტის მონაწილეები: გაივლიან ტექ ინგლისურის 8 კვირიან კურსს, რომელიც მოამზადებს მათ შემდგომი ციფრული კურსებისთვის და გაზრდის მათი ინგლისური ენის ცოდნის/მომზადების დონეს;
- გაივლიან ინფორმაციული წიგნიერების მოდულს - შეიძენენ პრაქტიკულ უნარებს, ისწავლიან საინფორმაციო ტექნოლოგიების თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებას და ციფრულ სამყაროში უსაფრთხო ნავიგაციის აუცილებელ უნარებს;
რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე და ბოლო ვადაა: 24 მარტი 11:00 საათი - https://forms.gle/YjWF8YaZzo7feJbk9