საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი" (GIPA) და "მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი" (CPCD) შვეიცარიულ საერთაშორისო ორგანიზაცია "HEKS-EPER"-ის ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო კურსებზე:
- კონფლიქტების მართვა: სამხრეთ კავკასიის სიტუაციური ანალიზი;
- მედია და კონფლიქტები.
კურსი მიზნად ისახავს საფუძვლიანი პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაზიარებას კავკასიაში არსებული კონფლიქტების შესახებ და მათი პოლიტიკურ-სოციალური და ეკონომიკური გავლენის მიმოხილვას.
პროგრამის ხანგრძლივობა: 12 სესია
ლექციების ჩატარების დრო: 18:30 სთ.
სწავლების ენა: ქართული
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი, სადაც არგუმენტირებულად იქნება აღნიშნულ პროექტში თქვენი მონაწილეობის მოტივაცია შემდეგ ელფოსტაზე: conflictcourse@gipa.ge და "subject" კატეგორიაში მიუთითეთ იმ კურსის დასახელება, რომელზეც გსურთ დარეგისტრირება.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 14 აპრილი