თბილისი
UNESCO- მ დაიწყო განაცხადების მიღება „Silk Roads Youth research Grant – Reinforcing the Capacity and Contribution of Young Researchers to the Silk Roads“ გრანტის ფარგლებში ახალგაზრდა მკვლევრებისთვის (35 წლამდე).
გრანტი ფარავს კვლევის სფეროების ფართო სპექტრს. მათ შორის მულტიდისციპლინურ და მრავალგანზომილებიან საკითხებს, რომლებიც არ შემოიფარგლება ერთი კონკრეტული რეგიონით ან ქრონოლოგიით. კვლევა შეიძლება მოიცავდეს ერთ ან რამდენიმე თემას, რომელიც დაკავშირებულია აბრეშუმის გზების საერთო მემკვიდრეობასთან :
- მეცნიერება, ტექნოლოგია და ტრადიციული ცოდნა
- რელიგია და სულიერება
- ენა და ლიტერატურა
- ხელოვნება და მუსიკა
- ტრადიციული სპორტი და თამაშები
- ეკონომიკა და ვაჭრობა
- აბრეშუმის გზების მემკვიდრეობა და თანამედროვე საკითხები და სხვ.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 31 მაისი.
დეტალური ინფორმაცია იხ. : https://en.unesco.org/silkroad/youthgrant
