close
login შესვლა
შესაძლებლობები

გარემოს დაცვა

0

ადამიანის უფლებები

3

დემოკრატიული ჩართულობა

3

ინოვაციები და ტექნოლოგიები

1

მეწარმეობა

1

ჯანმრთელობის დაცვა

1

გართობა და რეკრეაცია

0

ჰობი და ინტერესები

1

სხვა

4
24 თებ-
10 აპრ
24 თებ-
10 აპრ
მილიონიანი ფონდი საგრანტო კონკურსისთვის

სსიპ - ახალგაზდობის სააგენტო, ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ შემუშავებული პროექტების დაფინანსების მიზნით, აცხადებს საგრანტო კონკურსს. 

საკონკურსო წინადადებები მიიღება 2020 წლის 24 თებერვლიდან 10 აპრილის 18:00 საათის ჩათვლით. 

საგრანტო კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში სააგენტომ განახორციელა რეგიონალური კამპანია ათივე რეგიონის 11 მუნიციპალიტეტში, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები ჩატარდება რეგიონალურ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან და ახალგაზრდებთან.  

საგრანტო კონკურსით დაინტერესებული პირებისთვის საკონსულტაციო დრო გამოიყოფა სააგენტოს ფეისბუქის გვერდზე პირდაპირი ჩართვის მეშვეობით და განიხილება ყველა შემოსული კითხვა.

ასევე, დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ კომუნიკაცია სააგენტოს შესაბამის სტრუქურულ ერთეულთან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. 

დაფინანსების სრული ოდენობა მოიცავს 1 150 000 ლარს და გულისხმობს ორი თემატური მიმართულების ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებს. 

I თემატური მიმართულების ძირითად მიზანს წარმოადგენს თითოეულ რეგიონში გრძელვადიანი და განმეორებადი შედეგების მომტანი ახალგაზრდული მდგრადი პლატფორმების შექმნა, რომლებიც არაფორმალური განათლების გზით უზრუნველყოფენ ახალგაზრდების კომპეტენციების ზრდას. 

ახალგაზრდული ორგანიზაციების, კონკრეტულ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის და ურთიერთობის ხელშეწყობას. მხარს დაუჭერს ახალგაზრდულ ინიციატივებს და უზრუნველყოფს მათ ჩართულობას ადგილობრივ საზოგადოებრივ, ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში და სხვადასხვა ახალგაზრდულ პროექტებში. 

თემატურ მიმართულებაზე გათვალისწინებული დაფინანსების საერთო ოდენობა: 900 000 – 00 ლარი; თითოეულ რეგიონზე გათვალისწინებული დაფინანსების საერთო ოდენობა შეადგენს 90 000 - 00 ლარს. საგრანტო კონკურსის ფარგლებში, თითოეულ რეგიონზე გათვალისწინებულია მაქსიმუმ სამი საგრანტო პროექტის დაფინანსება. 

თანხის მოცულობა, რომლის მოთხოვნაც შესაძლებელია ერთი საგრანტო პროექტის დასაფინანსებლად: მინიმალური თანხა - 30 000 -00 ლარი. მაქსიმალური თანხა - 90 000 – 00 ლარი; საგრანტო პროექტის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს და გულისხმობს დაფინანსების მოთხოვნას 30 000 ლარიდან - 60 000 ლარის ფარგლებში. 61 000 ლარიდან - 90 000 ლარის მოთხოვნის შემთხვევაში საგრანტო პროექტის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 თვეს. 

ზემოაღნიშნულ ორივე შემთხვევაში პროექტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ (6 და 10 თვე), საგრანტო კონკურსის პირობების შესაბამისად შექმნილი პლატფორმა უნდა განაგრძობდეს ფუნქციონირებას, მდგრადი და განმეორებადი შედეგების უზრუნველყოფის გათვალისწინებით გრძელვადიან პერსპექტივაში. განმცხადებელი ორგანიზაცია, საგრანტო კონკურსში დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, ვალდებულია ჩაერთოს II თემატური მიმართულების ფარგლებში გამარჯვებული ორგანიზაციის მიერ ახალგაზრდული ორგანიზაციების გადამზადება/გაძლიერების განსახორციელებელ აქტივობებში. 

საგრანტო პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს: 

● რეგიონში რეგისტრირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციას; ახალგაზრდული ორგანიზაცია არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაციით განსაზღვრულია, რომ ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ახალგაზრდების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. 

● იდეის მქონე საინიციატივო ჯგუფს, რომელიც ელექტრონულ აპლიკაციაში რეგისტრირდება, როგორც ფიზიკური პირი პირადი ნომრით. აღნიშნული დაშვება ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო გაკეთდა, ვინაიდან ორგანიზაციის დარეგისტრირება პრობლემურია მონაწილეობის მსურველთათვის, თუმცა იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილი პროექტი შესარჩევ ეტაპებს წარმატებით გაივლის, ბოლო ეტაპზე საინიციატივო ჯგუფს მაინც მოუწევს ახალგაზრდულ ორგანიზაციად დარეგისტრირება.  

● რეგიონში რეგისტრირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომელიც ქმნის კონსორციუმს (კონსორციუმი გულისხმობს ახალგაზრდულ და საქართველოში რეგისტრირებულ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აერთიანებენ თავიანთ რესურსებს და ახდენენ აქტივობების კოორდინაციას საერთო მიზნის მისაღწევად). საგრანტო პროექტის წარმომდგენი, წამყვანი ორგანიზაცია და სააგენტოსთან ანგარიშვალდებული/პასუხისმგებელია რეგიონში რეგისტრირებული ახალგაზრდული ორგანიზაცია. განმცხადებელმა კონკრეტულად უნდა გაწეროს საგრანტო პროექტსა და სამოქმედო გეგმაში თითოეული ორგანიზაციის მიერ შესასრულებელი აქტივობები/ღონისძიებები წარმოდგენილი ბიუჯეტის შესაბამისად, სადაც სააგენტოსგან მოთხოვნილი ბიუჯეტის 50% გაწერილი იქნება განმცხადებელი ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელ აქტივობებზე. 

● კონკრეტულ რეგიონში რეგისტრირებული რამდენიმე ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ შექმნილი კონსორციუმის მიერ შემუშავებული საგრანტო პროექტი, რომლის წარმომდგენი, შესრულებაზე პასუხისმგებელი, წამყვანი და სააგენტოსთან ანგარიშვალდებულია ერთ-ერთი მათგანი. განმცხადებელმა კონკრეტულად უნდა გაწეროს საგრანტო პროექტსა და სამოქმედო გეგმაში თითოეული ორგანიზაციის მიერ შესასრულებელი აქტივობები/ღონისძიებები წარმოდგენილი ბიუჯეტის შესაბამისად, სადაც სააგენტოსგან მოთხოვნილი ბიუჯეტის 50% გაწერილი იქნება განმცხადებელი ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელ აქტივობებზე. II თემატური მიმართულება გულისხმობს, რეგიონებში რეგისტრირებული ორგანიზაციების მოძიებას, ორგანიზაციული განვითარებისთვის საჭირო უნარების შეძენის მიზნით შესაბამისი სწავლების ჩატარებას, რომელიც მოიცავს საპროექტო განაცხადის გაწერას, სამუშაო გეგმის - პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების/აქტივობების დროში გაწერას, ბიუჯეტის შედგენას, დონორი ორგანიზაციების მოძიებას და სხვა საჭირო უნარებს. 

● თემატურ მიმართულებაზე გათვალისწინებული დაფინანსების მოცულობა - 250 000 ლარი; 

● საგრანტო პროექტის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 თვეს; 

● საგრანტო პროექტის განხორციელება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ახალგაზრდულ ქოლგა ორგანიზაციას. ახალგაზრდული ქოლგა ორგანიზაცია - აერთიანებს საქართველოში რეგისტრირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, ადვოკატირებას უწევს ახალგაზრდულ პოლიტიკას და აჟღერებს ახალგაზრდული ორგანიზაციების საჭიროებებს და ინტერესებს, ხელს უწყობს როგორც წევრი, ასევე ახლადშექმნილი ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებასა და მათ მონაწილეობას სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო აქტივობებში. განმცხადებელ ქოლგა ორგანიზაციას რეგიონების მასშტაბით უნდა ყავდეს ჯამში მინიმუმ 10 (ათი) წევრი ორგანიზაცია. 

● საგრანტო პროექტისა და ბიუჯეტის შედგენისას განმცხადებელმა არაუმეტეს 50 000 ლარი საკუთარი ორგანიზაციული გაძლიერებისთვის უნდა გაითვალისწინოს, დაასაბუთოს საჭიროება და შესაბამისი ჩასატარებელი აქტივობები. ხოლო, დარჩენილი 200 000 ლარი გამოიყენოს საგრანტო კონკურსის I თემატური მიმართულების ფარგლებში დაფინანსებული რეგიონების ახალგაზრდული ორგანიზაციების გასაძლიერებლად. შესაძლებელია, გარდა ზემოაღნიშნულისა, გადამზადება/გაძლიერების პროექტში ჩართოს საკუთარი რესურსით მოძიებული სხვა რეგიონალური ორგანიზაცია/ორგანიზაციები. 

შენიშვნა: საგრანტო კონკურსის დასრულების ვადის ცვლილების გამო, სასურველია პროექტის დაწყების ვადად განსაზღვროთ მიმდინარე წლის ივლისის თვე. სამოქმედო გეგმის შესაბამის გრაფაში პირველი ეტაპის დაფინანსების დახურვის ვადად (ფინანსური და ნარატიული ანგარიშების ჩაბარება) განსაზღვროთ 2020 წლის ნოემბრის თვე.

საგრანტო კონკურსის შესახებ დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: fund@youthagency.gov.ge 

საგრანტო კონკურსის პირობების შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებით:
ავთანდილ ხანთაძე - 599 423 004; 

ფინანსურ ნაწილთან დაკავშირებით:
გიორგი ლილუაშვილი: 551 360 522

img
აპლიკაციის შევსება application
რეგისტრირებულია checkmark
რჩეულებში დამატება favorites
რჩეულებში დამატებულია checkmark
ფაილების გადმოტვირთვა download

დისკუსია
შეფასება
მედია
დისკუსია
კომენტარები (0)
შეფასება
0.0