👫 🙌 🏆 თუ ხარ ეკოკლუბელი და გაქვს სურვილი, ჩაერთო დებატებში გარემოს დაცვის სხვადასხვა მიმართულებით:
✅ მწვანე ეკონომიკა
🌦 კლიმატის ცვლილება
♻️ ნარჩენების მართვა
მაშინ ეს პოსტი შენთვის არის 👇
📗 დებატების მიზანია გარემოსდაცვითი თემების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდებში მწვანე უნარ-ჩვევების პოპულარიზება.
👫 ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ეკოკლუბებს მთელი საქართველოდან, რომლებიც აერთიანებენ მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს.
📃 დაინტერესებულმა მონაწილეებმა, გთხოვთ, 10 მაისამდე წარადგინოთ თქვენი ეკოკლუბის შესახებ მოკლე ინფორმაცია.
📍 შემოსული განცხადებებიდან შეირჩევა 6 ეკოკლუბი, რომლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა ფართო აუდიტორიის წინაშე იმსჯელონ გარემოს დაცვის სექტორში არსებული გამოწვევების შესახებ.
📲 დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის გარემოს საინფორმაციო სამსახურის მთავარ სპეციალისტს ანა მანჯავიძეს (ტელ: 555233536, ელფოსტა: ana.manjavidze@eiec.gov.ge)