ანაკლია
სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს მიღებას ახალგაზრდული ბანაკის ლიდერის პოზიციაზე!
👉🏻 თუ ხარ 20-30 წლის ახალგაზრდა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტი/კურსდამთავრებული;
👉🏻 თუ გაქვს 14-18 ან/და 18-25 წლამდე ბავშვებთან / ახალგაზრდებთან მუშაობის და ახალგაზრდული პროექტების მართვის გამოცდილება;
👉🏻 თუ ხარ აქტიური, კომუნიკაბელური, კრეატიული და გაქვს დროის მართვის, გუნდური მუშაობის, გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღებისა და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი და გამოცდილება, გამოიყენე შანსი, გახდე ახალგაზრდული ბანაკის ლიდერი და შეიძინო განსაკუთრებული გამოცდილება!
✒️ ვაკანსიის პირობებს, ლიდერის ფუნქცია-მოვალეობებსა და სავალდებულო დოკუმენტაციის ჩამონათვალს გაეცანი ბმულზე: https://tinyurl.com/mr2ftpmp
✒️ განაცხადების მიღება გრძელდება 19 მაისის ჩათვლით.
👉🏻 ლიდერები შეირჩევა ღია კონკურსის წესით და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
I ეტაპი - ლიდერობის მსურველთა მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაციის განხილვა და გადარჩევა;
II ეტაპი - შერჩეულ კანდიდატებთან ჯგუფური გასაუბრება;
III ეტაპი - თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი.