📢იუსტიციის სასწავლო ცენტრი პროექტზე - „ადამიანის უფლებების საზაფხულო სკოლა 2023“ - რეგისტრაციას აცხადებს!
🔶საზაფხულო სკოლის მიზანია ადამიანის უფლებების შესახებ ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავება და ცნობიერების ამაღლება. სასწავლო პროგრამა ეძღვნება ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებულ აქტუალურ საკითხებს და გაჯერებულია სხვადასხვა სახის აქტივობებით.
🔶ზაფხულის სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის, სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებებისა და ჰუმანიტარული მიმართულებების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტს და/ან კურსდამთავრებულს, რომელიც:
🔸ფლობს სახელმწიფო ენას;
🔸არის 25 წლამდე ასაკის;
🔶მზადაა, სრულად დაესწროს საზაფხულო სკოლას.
🔶საზაფხულო სკოლას იუსტიციის სასწავლო ცენტრი ევროკავშირისა (EU) და გაეროს (UN) ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ - ფარგლებში ახორციელებს. მისი პარტნიორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR). რეგისტრაციის ბოლო ვადა- 20 მაისი!
✅დეტალური ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს: http://tcj.gov.ge/ka/news/788/