ასოციაცია ,,HERA XXI“ კავკასიის რეგიონში AMAZE-ს ექსკლუზიური პარტნიორია. AMAZE-ს თემატური ვიდეოები სექსუალურდა რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე, ასოციაცია ,,HERA XXI”-ის მიერ ითარგმნა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე და ადაპტირდა ჟესტური გახმოვანებით.
ვიდეოები ეხება შემდეგ თემებს: ჯანსაღი და არაჯანსაღი ურთიერთობები, ბულინიგი, კიბერუსაფრთხოება-ინფორმაციული უსაფრთხოება, სოციალური მედია და თვითშეფასება, მოზარდობის კრიზისი, სქესობრივი მომწიფება, სქესობრივი მომწიფება და საკუთარი თავის შეცნობა, გენდერული როლები და სტერეოტიპები, გენდერული იდენტობის მრავალფეროვნება, საუბარი მშობლებთან სქესობრივი ურთიერთობების შესახებ, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, სექსუალური სახის შეტყობინებები და სხვა. ვიდეოები შექმნილია UNESCO-ს სტანდარტის მიხედვით და მისი გამოყენება შეუძლიათ საინფორმაციო-საგანმანათლებლო კუთხით ახალგაზრდულ მუშაკებს და არაფორმალური განათლებით დაინტერესებულ პირებს.
ვიდეოები ქართულ ენაზე-https://youtube.com/playlist?list=PLfqlQ7-AWuBpHbHL0u1ie8BA4DN7JTAL1
ვიდეოები სომხურ ენაზე-https://youtube.com/playlist?list=PLfqlQ7-AWuBqPdnZbtzea9Fm0YGeowNeR
ვიდეოები აზერბაიჯანულ ენაზე-https://youtube.com/playlist?list=PLfqlQ7-AWuBovmoG_4HE6TfCxbMZitHK6