ევროპის კავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ეთნიკური უმცირესობების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება“ ფარგლებში საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ აცხადებს საგრანტო კონკურს.
საგრანტო კონკურსის მიზანია დააფინანსოს სამოქალაქო საზოგადოებრივი ინიციატივები ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში (კერძოდ, მარნეულის, გარდაბნის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში), რომლებიც შეამსუბუქებდა ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს შორის არსებულ სოციალურ სიდუხჭირეს და შესაბამისად შესაძლებელს გახდიდა მათი სოციალური და ეკონომიკური უფლებების ჯეროვნად რეალიზებას.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში უპირატესობა მიენიჭება მარნეულის, გარდაბნის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელ იმგვარ სამოქალაქო საზოგადოებრივ ინიციატივებს, რომლებიც უზრუნველყოფენ:
• ქალების, შშმ პირების, ახალგაზრდების და ხანდაზმულების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და ითვალისწინებენ მათ განსაკუთრებულ წუხილებზე რეაგირების მდგრად სტრატეგიას;
• ბენეფიციართა მაქსიმალური ოდენობის მოცვას;
• ადგილობრივი თემის წარმომადგენელთა ფართო ჩართულობას;
• ადგილობრივი თემის წინაშე მდგარ სოციალურ და ეკონომიკურ საჭიროებებზე, წუხილებსა და გამოწვევებზე ჯეროვან რეაგირებას;
• ადგილობრივი თემის წარმომადგენელთა სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცულობასა და რეალიზებას, მათ შორის ღირსეული ყოფითი პირობების შექმნის ხელშეწყობას;
• მოხალისეობის კულტურის განვითარების ხელშეწყობას.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობები:
• კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომელთაც აქვთ მინიმუმ ერთწლიანი ოპერირების გამოცდილება და საქმიანობას ეწევიან ნინოწმინდის, ახალქალაქის, მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში. პრიორიტეტი მიენიჭება ადგილობრივ, სათემო ან/და ეთნიკურ უმცირესობათა ორგანიზაციებს.
• კონკურსის ფარგლებში გაიცემა 4-მდე მცირე გრანტი. თითოეული გრანტის მოცულობა შეადგენს 3 000 ევროდან – 4 000 ევრომდე ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. პროექტის რეალიზება უნდა დასრულდეს 2023 წლის 15 დეკემბრამდე (მაქსიმალური ხანგრძლივობაა 4 თვე). კონკურსის ფარგლებში, ერთ ორგანიზაციას შეუძლია მხოლოდ ერთი განაცხადის წარდგენა.
• კონკურს ფარგლებში პირველ ეტაპზე დაინტერესებული ორგანიზაციები წარმოადგენენ პროექტის კონცეფციას ქართულ ან რუსულ ენებზე, რომლის განხილვის ვადა შეადგენს 1 თვეს. შემდეგ ეტაპზე გადასული კანდიდატები მოწვეულნი იქნებიან სრული განაცხადის მოსამზადებლად ქართულ ან რუსულ ენებზე.
საპროექტო იდეების წარდგენის ბოლო ვადა: 21 ივნისი 2023 წ.
დამატებითი ინფორმაცია საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით იხილეთ: https://shorturl.at/efxyM