ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა, EU4Culture, მობილობის გრანტების მეოთხე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი განკუთვნილია საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და სომხეთის წარმომადგენელი ხელოვანებისა და კულტურის სფეროს პროფესიონალებისთვის, რომლებიც დედაქალაქების მიღმა ცხოვრობენ.
საკონკურსო განაცხადების შეტანა შეუძლიათ ხელოვნებისა და კულტურის ყველა სექტორის წარმომადგენლებს, რომელთაც შეუსრულდათ 18 წელი და რომლებიც აღნიშნულ ქვეყნებში დედაქალაქის სტატუსის არმქონე ქალაქებსა თუ სოფლებში ცხოვრობენ.
კონკურსი ოთხი ტიპის მობილობას აფინანსებს:
• მოკლევადიანი მობილობა (5-10 კალენდარული დღე) – მაქსიმუმ 1,500 ევრო
• საშუალოვადიანი მობილობა (მაქსიმუმ 5 კვირა) – მაქსიმუმ 3,500 ევრო
• გრძელვადიანი მობილობა (მაქსიმუმ 12 კვირა) – მაქსიმუმ 5,000 ევრო
• ვირტუალური მობილობა (ონლაინ მონაწილეობა) – მაქსიმუმ 1,000 ევრო
მობილობის პროექტები უნდა განხორციელდეს 2023 წლის 15 ნოემბრიდან 2024 წლის 31 აგვისტომდე პერიოდში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში ან ევროპის სხვა ქვეყნებში.
EU4Culture-ის მობილობის გრანტზე განაცხადის შესატანად კანდიდატებმა გოეთეს სააპლიკაციო პორტალის (GAP) საშუალებით უნდა წარადგინონ სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტი არჩეული საერთაშორისო მობილობისთვის.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 25 სექტემბერი, 18:00 (ცენტრალური ევროპის დროით)
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ: https://shorturl.at/cgGZ2