📣ვეძებთ პროექტში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს!!!!!
➡️სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია იწყებს მონაწილეთა მიღებას პროექტში „ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გაძლიერება დემოკრატიის მხარდაჭერისათვის“.
➡️პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც საკომუნიკაციო დონეზე ფლობენ ინგლისურ ენას, დაინტერესებული არიან სამოქალაქო აქტივიზმით და სურთ გაეცნონ სამოქალაქო მონიტორინგის პროცესში ციფრული სერვისების გამოყენების თავისებურებებს.
▶️პროექტი არის ჰიბრიდული, ღონისძიებათა ნაწილი გაიმართება ონლაინ, ნაწილი პირისპირ ფორმატით.
❗პროექტი ითვალისწინებს მონაწილეთა გადამზადებას (ონლაინ ტრენინგი), ვორქშოპებს საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. მენტორების ხელმძღვანელობით მონაწილეები განახორციელებენ პრაქტიკულ აქტივობებს და ასევე, მონაწილეობას მიიღებენ შემაჯამებელ კონფერენციაში (პირისპირ ფორმატი).
✅მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა https://forms.gle/W8jeN6zQpR5y6XKt8 (ყველა ველის შევსება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკაცია არ განიხილება).
✅განაცხადების მიღება გაგრძელდება 22 აგვისტომდე. შერჩეულ მონაწილეებს ეცნობებათ 30 აგვისტომდე. ტრენინგები დაიწყება 8 სექტემბრიდან. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის სამოქალაქო განათლების ქსელის (EENCE) სამოქალაქო განათლების იდეების კონკურსის ფარგლებში და დაფინანსებულია გერმანიის ფედერალური სამოქალაქო სააგენტოს (BPB) მიერ