ევროკომისია აცხადებს სტაჟირებას 2 მიმართულებით: ადმინისტრაციული და მთარგმნელობითი მიმართულებით, გენერალურ დირექტორატთან ერთად (DGT)
სტაჟირების პროგრამა ღიაა ყველა უფლებამოსილი კანდიდატისთვის, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა, განურჩევლად სქესისა, რასისა, ეთნიკური თუ სოციალური წარმომავლობისა.
სტაჟიორები დასაქმებულნი არიან ევროკომისიაში, მის უწყებებსა და სააგენტოებში.
სტაჟიორებს შესაძლებლობა აქვთ იმუშავონ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სამართლის, ადამიანის უფლებების, გარემოსდაცვითი მიმართულებით და სხვა.
სტაჟირების კრიტერიუმები და მასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://traineeships.ec.europa.eu/how-to-apply