Warning: trim() expects at least 1 parameter, 0 given in /home/youthplatform/public_html/index.php on line 1
მოხალისე "გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელში" ანონიმური შეფასება
img upload
close
შესაძლებლობები

ორგანიზაციებისთვის

112

გარემოს დაცვა

71

ადამიანის უფლებები

174

დემოკრატიული ჩართულობა

174

ინოვაციები და ტექნოლოგიები

105

მეწარმეობა

60

ჯანმრთელობის დაცვა

64

გართობა და რეკრეაცია

73

ჰობი და ინტერესები

177

logo



შესვლა
მოხალისე "გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელში"
25 ივლ. 2023
-
16 აგვ. 2023
/
აბაშიძის 34
წასვლა
აღწერა
ხშირად დასმული კითხვები
მედია
ფაილები

"გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი" აცხადებს მოხალისეთა მიღებას მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში.

გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, რომლის მიზანია ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნა. ინიციატივა დაფუძნებულია 10 პრინციპზე, ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. პლატფორმაში გაერთიანებულია 20 000 ათასზე მეტი ორგანიზაცია საერთაშორისო დონეზე, ხოლო საქართველოს ქსელს 160-ზე მეტი წევრი ჰყავს.

ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ: გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი, 2023 წლის 9-12 ოქტომბერს მასპინძლობს ორ საერთაშორისო კონფერენციას - "Uniting Business Europe" და გაეროს გლობალური შეთანხმების რეგიონული ქსელების ფორუმს.

ამასთანავე, 2023 წლის 12 ოქტომბერს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, გაიმართება ღონისძიება - "კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2023".

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი (UNGCNG) ეძებს მოტივირებულ და აქტიურ მოხალისეებს, რომლებიც დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში დაინტერესებული იქნებიან ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.

აღნიშნულ ღონისძიებებში ჩართვა არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ მიიღოთ მონაწილეობა საინტერესო და დინამიკურ აქტივობებში, ამავე დროს, დააგროვოთ ღირებული და პრაქტიკული გამოცდილება ღონისძიებების ორგანიზების, საერთაშორისო დელეგაციებთან მუშაობისა და სხვადასხვა დონის პროფესიონალებთან ურთიერთობის მიმართულებით.

მოხალისეები უნდა იყვნენ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, იცოდნენ ინგლისური ენა და დაინტერესებული იყვნენ ისეთი თემებით, როგორიც არის კორპორაციული მდგრადობა, მდგრადი განვითარების მიზნები, საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო ორგანიზაციები. დაინტერესებული სტუდენტები უნდა გამოირჩეოდნენ აქტიურობით, ენთუზიაზმით, კომუნიკაციის და გუნდურად მუშაობის უნარით, მოქნილობითა და მაღალი პასუხისმგებლობით.

მოხალისეთა მოვალეობები:

** საერთაშორისო დელეგაციებთან ურთიერთობა;
** ლოგისტიკურ, პროგრამულ და ტექნიკურ საკითხებში ჩართულობა;
** ღონისძიებაში მონაწილე სტუმრების დახვედრა, მათი აღრიცხვა, ინფორმაციის მიწოდება და საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამისი ფუნქციების შესრულება.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

** მოკლე ბიოგრაფიული ცნობა;
** სამოტივაციო წერილი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 16 აგვისტო, 12:00 სთ.

მოთხოვნილი დოკუმენტები უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: sopho@unglobalcompact.ge.

დანიშნულების ველში მიუთითეთ: მოხალისეთა მიღება

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებთანაც გაიმართება საორიენტაციო-მოსამზადებელი შეხვედრები აგვისტოსა და სექტემბრის თვეებში

#სხვა
შესაძლებლობა ადაპტირებულია:
არ არის ადაპტირებული
საკონტაქტო ინფორმაცია
დახურვა
ფაილები
აქედან შეგიძლიათ გადატვირთოთ ფაილები
ფაილები არ მოიძებნება
შესაძლებლობით დაინტერესებულია (0)
დისკუსია
შეფასება
კომენტარები (0)
შეფასება
star 0.0
(0 შეფასება)