საქართველოს მრავალფეროვნების მოზაიკის სკოლა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით სოლიდარობის თემი აცხადებს მიღებას საქართველოს მრავალფეროვნების მოზაიკის სკოლაში.
"საქართველოს მრავალფეროვნების მოზაიკის სკოლის" მიზანია აჭარაში 16-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება. პროექტის განმავლობაში ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის შეიქმნება სადისკუსიო და შემეცნებითი სივრცე.
სკოლა სამი ეტაპისგან შედგება:
პირველი ეტაპი - 4 დღიანი ბანაკი - ოქტომბერი
მეორე ეტაპი - 6 თემატური 2 დღიანი გასვლითი შეხვედრები ყოველთვიურად - ნოემბერი / აპრილი
მესამე ეტაპი - ადგილობრივი პრობლემების ადვოკატირების კამპანიის წარმოება - მაისი / ივლისი
საქართველოს მრავალფეროვნების მოზაიკის სკოლის ბანაკში და თემატურ შეხვედრებზე განხილული იქნება ისეთი საკითხები როგორიცაა: დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპები, საქართველოს მრავალფეროვნება, ადამიანის უფლებები, ადგილობრივი თვითმმართველობა, თანამედროვე საქართველოს ისტორია და წარსული, სამოქალაქო მონაწილეობის მნიშვნელობა, პოლიტიკური იდეოლოგიები, სამოქალაქო სექტორის, აქტივიზმისა და აქტიური მოქალაქის მნიშვნელობა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, მდგრადი განვითარება, მშვიდობა და კონფლიქტები, ფემინიზმი და გენდერი. სკოლის ფარგლებში მოწვეული იქნებიან ექსპერტები, ანალიტიკოსები და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები.
მონაწილეები შეირჩევა აპლიკაციებისა და ინტერვიუს საფუძველზე. მსურველებმა თავდაპირველად უნდა შეავსონ აღნიშნული სააპლიკაციო ფორმა, ხოლო მომდევნო ეტაპზე გადასულ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ონლაინ ინტერვიუ. პროექტში შეირჩევა 20 მოტივირებული ახალგაზრდა. საქართველოს მრავალფეროვნების მოზაიკის სკოლაში მონაწილეობა არის უფასო. შერჩეული მონაწილეებისათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება, განთავსება, კვება და პროექტთან დაკავშირებული სხვა ყველა ხარჯი.
აპლიკაციები მიიღება 5 ოქტომბრის ჩათვლით.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: solidaritycommunityinfo@gmail.com