ანონიმური შეფასება
img upload
close
შესაძლებლობები

ორგანიზაციებისთვის

112

გარემოს დაცვა

71

ადამიანის უფლებები

174

დემოკრატიული ჩართულობა

174

ინოვაციები და ტექნოლოგიები

105

მეწარმეობა

60

ჯანმრთელობის დაცვა

64

გართობა და რეკრეაცია

73

ჰობი და ინტერესები

177

logo



შესვლა
ონლაინ კურსი- "ჟურნალისტიკა სოციალური ცვლილებებისთვის"
04 ოქტ. 2023
-
14 ოქტ. 2023
/
26 მაისის მოედანი, Tbilisi, Georgia
აღწერა
ხშირად დასმული კითხვები
მედია
ფაილები

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) იწყებს განაცხადების მიღებას ონლაინ კურსზე “ჟურნალისტიკა სოციალური ცვლილებებისთვის”.

თუ თქვენ ხართ: 

• ჟურნალისტი; 

• მედია საშუალების წარმომადგენელი; 

• სამოქალაქო აქტივისტი; 

• საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი; 

• სტუდენტი; 

• ან უბრალოდ, აქტიური მოქალაქე მაშინ, საშუალება გეძლევათ სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად გაიღრმავოთ ცოდნა და უნარები მულტიმედიური კომუნიკაციის მიმართულებით.

კურსის მიზანია მონაწილეებმა განივითარონ ინფორმაციის მოძიების და გავრცელების უნარ-ჩვევები, შეძლონ სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება, განივითარონ კრიტიკული ანალიზის უნარი და მოახერხონ ინფორმაციის გადამოწმება. მნიშვნელოვანია, კურსის მსმენელებმა შეძლონ მიმდინარე მოვლენების გააზრება, დეზინფორმაციისაგან თავის დაცვა და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების და სტიგმების შემცირება.

ონლაინ კურსზე რეგისტრაცია: ონლაინ-სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა. კურსზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით. კურსებზე სწავლების პერიოდი მოიცავს ორ თვეს. სწავლა დაიწყება ნოემბერში  და დასრულდება დეკემბერში. მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსზე, ადმინისტრაცია მეილზე მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას სასწავლო პროცესის და განრიგის შესახებ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 14 ოქტომბერი 2023 წელი

#ინოვაციები და ტექნოლოგიები
#ჰობი და ინტერესები
#სხვა
შესაძლებლობა ადაპტირებულია:
არ არის ადაპტირებული
საკონტაქტო ინფორმაცია
26 მაისის მოედანი, Tbilisi, Georgia
https://civilin.org/
https://www.facebook.com/civilin.org
დახურვა
ფაილები
აქედან შეგიძლიათ გადატვირთოთ ფაილები
ფაილები არ მოიძებნება
შესაძლებლობით დაინტერესებულია (0)
დისკუსია
შეფასება
კომენტარები (0)
შეფასება
star 0.0
(0 შეფასება)