"სამოქალაქო ფორუმი" აცხადებს მონაწილეების მიღებას ახალგაზრდულ საგანმანათლებლო პროექტში "EDULAB ვერხვების დევნილთა დასახლებაში - სამშვიდობო და სამოქალაქო განათლების გაძლიერება".
პროექტი ხორციელდება საქართველოში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, #EU4Dialogue პროექტის ფარგლებში.
პროექტი მიზნად ისახავს, სამშვიდობო და სამოქალაქო განათლების საშუალებით, ქართველ ახალგაზრდებში მშვიდობის მშენებლობის პრინციპებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობების განვითარებას. ასევე, პროექტის მიზანია, დევნილ ახალგაზრდებში სალაპარაკო ინგლისური ენის გაუმჯობესება არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით.
შერჩეული ახალგაზრდები:
** გაივლიან 6-თვიან კურსს სამოქალაქო და სამშვიდობო განათლებაში.
** მონაწილეობას მიიღებენ ინგლისური ენის ცოდნის დონის გასაუმჯობესებელ ვორქშოფებში.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 14 წლიდან 22 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან მშვიდობისა და სამოქალაქო განათლების საკითხებით და სურთ ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება.
6-თვიანი სასწავლო კურსი დაიწყება 2023 წლის 11 ნოემბერს.
პროექტი ჩატარდება ქალაქ გორში, ვერხვების დევნილთა დასახლებაში.
პროექტში მონაწილეობა უფასოა.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები მიიღება 2023 წლის 25 ოქტომბრამდე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა მითითებულ ბმულზე არაუგვიანეს 25 ოქტომბრის 19:00 საათისა.
მონაწილეები შეირჩევიან განაცხადისა და გასაუბრების საფუძველზე. ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 12 ოქტომბერს, 20:00 საათზე.
საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების მსურველები, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მეილზე - edulabforum@gmail.com
პროექტის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.