Warning: trim() expects at least 1 parameter, 0 given in /home/youthplatform/public_html/index.php on line 1
1+4 სტაჟირების პროგრამა ანონიმური შეფასება
img upload
close
შესაძლებლობები

ორგანიზაციებისთვის

112

გარემოს დაცვა

71

ადამიანის უფლებები

174

დემოკრატიული ჩართულობა

174

ინოვაციები და ტექნოლოგიები

105

მეწარმეობა

60

ჯანმრთელობის დაცვა

64

გართობა და რეკრეაცია

73

ჰობი და ინტერესები

177

logo



შესვლა
1+4 სტაჟირების პროგრამა
26 სექ. 2023
-
17 ოქტ. 2023
/
ინგოროყვას 7 / 7 Ingorokva St., Pavle Ingorokva Street, Tbilisi, Georgia
წასვლა
აღწერა
ხშირად დასმული კითხვები
მედია
ფაილები

სტაჟირების პროგრამა „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ (1+4 პროგრამა) მოსარგებლე პირებისათვის

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით, აცხადებს მიღებას სტაჟირების პროგრამაზე „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ (“1+4 პროგრამა”) მოსარგებლე პირებისათვის.

სტაჟირების პროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის საჯარო სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა, პროფესიული უნარების განვითარება და საქმიანი გამოცდილების შეძენა, საბოლოო ჯამში, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

პროგრამის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ კონკურსის საფუძველზე ჩაერთონ სტაჟირების პროცესში. სპეციალურად შექმნილი უწყებათაშორისი საკონკურსო კომისია უზრუნველყოფს სტაჟიორების შერჩევას შეფასების დადგენილი კრიტერიუმებით. წარმატებული აპლიკანტები სურვილის მიხედვით 1-დან 12 თვემდე სტაჟირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სახელმწიფო უწყებების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე - https://sites.google.com/view/oneplusfour

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა, 17 ოქტომბრამდე შემდეგ ბმულზე - https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/80222…

#სხვა
შესაძლებლობა ადაპტირებულია:
არ არის ადაპტირებული
საკონტაქტო ინფორმაცია
დახურვა
ფაილები
აქედან შეგიძლიათ გადატვირთოთ ფაილები
ფაილები არ მოიძებნება
შესაძლებლობით დაინტერესებულია (0)
დისკუსია
შეფასება
კომენტარები (0)
შეფასება
star 0.0
(0 შეფასება)