განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს მოხალისეობრივი ინიციატივების კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.
კონკურსის მიზანია:
- ხელი შეუწყოს მოხალისეობის იდეის პოპულარიზაციას, მოხალისეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობის გზით.
- მცირე გრანტების კონკურსის გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ დაგეგმონ და განახორციელონ პროექტი, რომელიც საზოგადოების, კონკრეტული თემის საჭიროებებს ეხმიანება.
კონკურსი მხარს დაუჭერს შემდეგ პრიორიტეტულ თემატიკას:
- მოხალისეობის პოპულარიზაცია;
- გარემოს დაცვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
- ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;
- სოციალური ინკლუზია და მოწყვლადი ჯგუფების დახმარება, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის;
- ადგილობრივი სათემო პრობლემების მოგვარება;
- ტოლერანტობა და მრავალფეროვნება;
- საქართველო და ევროკავშირი (დასავლური ღირებულებები, ევროინტეგრაცია);
- სხვა.
🔗👇სრული ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://bit.ly/3NnCuLV
გისურვებთ წარმატებებს !