ცხადდება მიღება სასერტიფიკატო კურსზე „სამართლიანი საზოგადოება: კანონის უზენაესობა და კეთილდღეობაზე ხელმისაწვდომობა" 2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს კანონის უზენაესობისა და კეთილდღეობის სახელმწიფოების წარმოშობის, განვითარებისა და გამოწვევათა შესახებ ცოდნის გაღრმავება, იმ სამართლებრივი, პოლიტიკური და სოციალური პირობების სიღრმისეულად შესწავლა, რომლებიც აყალიბებს უფლებებს და განაპირობებს კეთილდღეობაზე (არა)თანაბარ ხელმისაწვდომობას – კონცეპტუალური ცოდნისა და ანალიტიკურ უნარების შესაძენად.
კურსი აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა დისციპლინების სტუდენტებს, რითაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ჩამოყალიბებასა და ცოდნის გაცვლას.
კურსზე დაშვების წინაპირობები: კურსზე დაიშვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის, პოლიტიკის მეცნიერების, სოციალური მუშაობის, საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების (ან სხვა მომიჯნავე დარგის) სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე (როგორც წერის, ასევე ზეპირი მეტყველების უნარს).
დამატებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე: https://shorturl.at/FGHP7
გისურვებთ წარმატებებს !