საქართველოს ბანკის, GITA-სა და მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორის, 500 Global-ის პარტნიორობა გრძელდება;
პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს სტარტაპების მდგრად ზრდასა და პოზიციონირებას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. 500 Georgia-ში მონაწილეობა შესაძლებლობას აძლევს სტარტაპებს, გახდნენ 500 Global-ის საერთაშორისო ქსელის წევრები, მიიღონ ცოდნა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა საერთაშორისო დონის მენტორების დახმარებით;
სტარტაპერებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტის ფარგლებში იმუშაო საერთაშორისო დონის მენტორებთან და ექსპერტებთან ერთად საკუთარი ბიზნესის განვითარების, ზრდისა და დაფინანსების მოპოვების სტრატეგიებზე;
დამატებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე: https://500.co/accelerators/500-georgia.
განაცხადის შევსების ბოლო ვადა: 23 თებერვალი