ანონიმური შეფასება
img upload
close
შესაძლებლობები

ორგანიზაციებისთვის

112

ადამიანის უფლებები

174

დემოკრატიული ჩართულობა

174

ინოვაციები და ტექნოლოგიები

105

მეწარმეობა

60

ჯანმრთელობის დაცვა

64

გართობა და რეკრეაცია

73

ჰობი და ინტერესები

177

სხვა

320

logo



შესვლა
„კლიმატის ელჩები“ მწვანე ბანაკისთვის მონაწილეთა შერჩევა დაიწყო!
15 მაი. 2024
-
05 ივნ. 2024
/
ბაკურიანი
აღწერა
ხშირად დასმული კითხვები
მედია
ფაილები

 

 გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროექტის - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში აცხადებს მწვანე ბანაკის - „კლიმატის ელჩები“ მონაწილეების შერჩევას, რომელიც გაიმართება 24 - 30 ივნისს, ბაკურიანში.

 

 

ბანაკი მიზნად ისახავს 15 - 17 წლის ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი საკითხების და კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ბანაკი ხელს შეუწყობს მონაწილეებს შორის გუნდური მუშაობის ჩვევების გაძლიერებას, კომუნიკაციის უნარების განვითარებას, პროექტების წერისა და პრეზენტაციის ტექნიკების შესწავლას.

 

 

 

ბანაკის მონაწილეები შეირჩევიან მთელი საქართველოს მასშტაბით. მონაწილეთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

 

  1. სააპლიკაციო ფორმა: 

https://forms.gle/uTZ7csf6zLHRbLTj8

 

2. გასაუბრება

 

მივესალმებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობას და შესაბამისად ვიზრუნებთ ამისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფაზე. აპლიკაციის შევსებისას, გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი სპეციალური საჭიროების შესახებ.

 

აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა 5 ივნისი.

 

ბანაკთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირია პროექტის კოორდინატორი სოფიო ბერიშვილი - ტელ: 598313132;  ელ.ფოსტა: sopio.berishvili@eiec.gov.ge

#გარემოს დაცვა
შესაძლებლობა ადაპტირებულია:
მხედველობის შეზღუდვა
საკონტაქტო ინფორმაცია
ბაკურიანი
დახურვა
ფაილები
აქედან შეგიძლიათ გადატვირთოთ ფაილები
ფაილები არ მოიძებნება
შესაძლებლობით დაინტერესებულია (0)
დისკუსია
შეფასება
კომენტარები (0)
შეფასება
star 0.0
(0 შეფასება)