ასოციაცია HERA XXI, რომელიც არის IPPF European Network ქსელის წევრი, გთავაზობთ ანიმაციური ვიდეოების სერიას თემაზე:
რეპროდუქციული ჯანმრთელობის პირველადი მომსახურების მინიმალური პაკეტი კრიზისულ სიტუაციებში (MISP)
ეს არ არის მხოლოდ ინფორმაცია — ეს არის თქვენი უფლებები, საჭიროებები და უსაფრთხოება!
ვიდეოების თემებია:
- კრიზისული გარემო: იზრუნე შენს სექსუალურ ჯანმრთელობაზე
- კრიზისული გარემო: სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობა
- კრიზისული გარემო: რისკების შემცირება
- კრიზისული გარემო: ინფორმაცია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ
- კრიზისული გარემო: ჯანდაცვის სერვისები
- ვიდეოები ხელმისაწვდომია ქართულ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე – ვიდეოები ადაპტირებულია ყველასთვის! იხილეთ YouTube არხი-https://youtube.com/playlist?list=PLfqlQ7-AWuBpDsY53mWBoOkFQRgryvHQU&si=Wd3_PBIJvdqk64I2
პროექტი განხორციელდა ასოციაცია HERA XXI-ს მიერ AMAZE-ის საერთაშორისო ჯილდოს ფარგლებში, ხოლო ვიდეოების შემოქმედებითი გუნდი – Grapevine
