დაიწყო მოხალისეების შერჩევა მენტალური არითმეტიკის მასშტაბურ საერთაშორისო ტურნირში საორგანიხაციო სამუშაოებში მონაწილეობის მიზნით, რომელიც წელს პირველად გაიმართება საქართველოში.
ეს არის ისტორიული ღონისძიება — კავკასიის რეგიონში პირველად, საქართველო უმასპინძლებს მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო კონკურსს და მსოფლიო თასს.
- 1500 მონაწილე
- 84 ქვეყნიდან.
- 4000-მდე სტუმარი.
- დაუვიწყარი გამოცდილება!
მოხალისეები მიიღებენ:
- ოფიციალურ სერტიფიკატს ამ გრანდიოზულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის;
- რეალურ გამოცდილებას მასშტაბურ საერთაშორისო პროექტში;
- ახალ პროფესიულ კონტაქტებს და უნარების გაძლიერებას (კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, ორგანიზება).
- მოხალისე უზრუნველყოფილი იქნება კვებით.
ვის ვეძებთ? : პასუხისმგებლიან, აქტიურ, გუნდურ და კომუნიკაბელურ ადამიანებს, უცხო ენაზე საკომუნიკაციო დონე ჩაითვლება უპირატესობად.
რაში იქნები ჩართული: მონაწილეთა მიღება/მიმართულება, დარბაზის მხარდაჭერა, რეგისტრაცია, ინფორმაციის მიწოდება, ლოჟისტიკური დახმარება.
შეავსე სარეგისტრაციო ფორმა ახლა! - https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdzYesFb91EzTYnsqbf_LvH8Nw_yEfW32UuWbPUlzsEoNRJrg/viewform
აუცილებელი პირობა: მოხალისეები უნდა დაესწრონ შესაბამის ტრენინგებს ღონისძიებამდე. (3-4 დღე მაქსიმუმ)
18-30 წლამდე ასაკის მოხალისეებს შეუძლიათ ჩაერთონ პროექტში.
თარიღი: 2025 წლის 6-7 დეკემბერი. SEU-ს უნივერსიტეტი