ანონიმური შეფასება
img upload
close
შესაძლებლობები

ორგანიზაციებისთვის

112

გარემოს დაცვა

71

ადამიანის უფლებები

175

დემოკრატიული ჩართულობა

176

ინოვაციები და ტექნოლოგიები

104

მეწარმეობა

60

ჯანმრთელობის დაცვა

64

გართობა და რეკრეაცია

75

ჰობი და ინტერესები

179

logo



შესვლა
ესეების კონკურსი “ახალი პროფესია - ახალი შესაძლებლობები“
29 ოქტ. 2026
-
20 ნოე. 2026
/
ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი
წასვლა
აღწერა
ხშირად დასმული კითხვები
მედია
ფაილები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრი, თბილისის მერიის დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “აირჩიე პროფესია - შექმენი მომავალი” და ამ პროექტის ფარგლებში აცხდაებს ესეების კონკურსს “ახალი პროფესია - ახალი შესაძლებლობები“.

კონკურსის მიზანია პროფესიული განათლებისა და პროფესიული პროგრამების პოპულარიზება, მოსწავლეთა დაინტერესება მრავალფეროვანი პროფესიებით და მათი დაფიქრება პროფესიის გააზრებული არჩევანის მნიშვნელობაზე.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისის სკოლების IX, X, XI და XII კლასების მოსწავლეებს.

ესეში მოსწავლეებმა უნდა იმსჯელონ რომელი პროფესიებია დღეს მოთხოვნადი და საინტერესო ახალგაზრდობისთვის; რატომ არის ისინი მნიშვნელოვანი და რა საჭიროებებს პასუხობს მათი განვითარება; რა ცოდნა, უნარები და პიროვნული თვისებები სჭირდება ამ საქმის პროფესიონალს; რა მნიშვნელობა აქვს ამ პროფესიას საზოგადოებისთვის; როგორ დაეხმარება ახალგაზრდებს პროფესიული განათლება საკუთარი მომავლის შექმნაში.

მათ შეუძლიათ განიხილონ ის პროფესიები, რომელიც შეისწავლება პროფესიული განათლების დაწესებულებებში (ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ გამოიყენონ პროფესიული განათლების პორტალი https://vet.ge/ ).

ჯილდოები

ჟიურის მიერ შერჩეულ შვიდ მონაწილეს გადაეცემა სასაჩუქრე ვაუჩერები:

♦   I ადგილი  -  300 ლარის ვაუჩერი;

♦   II ადგილი - 200 ლარის ვაუჩერი;

♦   III ადგილი -  ხუთი მონაწილე - თითოეულს 100 ლარის ვაუჩერი.

ყველაზე ორიგინალური ხედვის ესეს ავტორს გადაეცემა  გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლის “ფასკუნჯი” სპეციალური პრიზი.

საუკეთესო ესეები გამოქვეყნდება კრებულში. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

ესეს გაფორმებისა და გაგზავნის პირობები

♦   ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს ქართული უნიკოდური შრიფტით - Sylfaen;

♦   შრიფტის ზომა - 11;

♦   მოცულობა - არაუმეტეს 1500 სიტყვისა;

♦   ფაილის სახელწოდებაში მიუთითეთ ავტორის სახელი, გვარი და სკოლა;

♦   დოკუმენტში მიუთითეთ ავტორის სახელი და გვარი, სკოლა, კლასი, ავტორის და კლასის დამრიგებლის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი.

ესეების მიღების ვადა:
2026 წლის 29 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით.

ესე გამოგზავნეთ მისამართზე: essay2026@tsu.ge

ელწერილის სათაურის ველში მიუთითეთ: ესეების კონკურსი - ავტორის სახელი და გვარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თსუ პროფესიული განათლების ცენტრს:

პროექტის ხელმძღვანელი - სალომე ჭანტურიძე
salome.tchanturidze@tsu.ge

პროექტის კოორდინატორი - ნანა მამაგულიშვილი
nana.mamagulishvili@tsu.ge

აირჩიე პროფესია, გაგვიზიარე შენი იდეა და გადადგი ნაბიჯი საკუთარი მომავლისკენ!

#ადამიანის უფლებები
#დემოკრატიული ჩართულობა
#სხვა
შესაძლებლობა ადაპტირებულია:
არ არის ადაპტირებული
საკონტაქტო ინფორმაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დახურვა
ფაილები
აქედან შეგიძლიათ გადატვირთოთ ფაილები
ფაილები არ მოიძებნება
შესაძლებლობით დაინტერესებულია (0)
დისკუსია
შეფასება
კომენტარები (0)
შეფასება
star 0.0
(0 შეფასება)