2021 წლის ივნისიდან-სექტემბრის ჩათვლით საჯარო სერვისების განვითარების ცენტრი და ორგანიზაცია „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ ერობლივად გეგმავენ პროექტის განხორცილებას მარნეულის ახალგაზრდებისათვის 19-29 წლის ჩათვლით.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების ინფორმირების გაუმჯობესება და უნარების განვითარების გზით, საარჩევნო პროცესებით დაინტერესებისა და ჩართულობის გაზრდა.
იგეგმება ტრენინგები მარნეულის მუნიციპალიტეტში, ვორქშოპები და ბევრი საინტერესო აქტივობა.
პროექტის ქვე-მიზნებია:
• ახალგაზრდების გაძლიერებას და ცნობიერების ამაღლებას ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით;
• ახალგაზრდებში საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ცოდნის მიწოდება;
• ცრუ ინფორმაციის ე.წ. Fakenews-ების ამოცნობის უნარები;
• საარჩევნო პროგრამების წაკითხვისა და ანალიზის უნარები;
• პრობლემების იდენტიფიცირებისა და არგუმენტირების უნარები;
• ადვიკატირებისა და აქტივიზმის გაცნობა და უნარების გაუმჯობესება;
• საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობა;
• საარჩევნო პროცესებით დაინტერესების გაზრდა;
• პრობლემების ძიებისა და გადაწყვეტის უნარების გაუმჯობესება;
• ჰიბრიდული ომთან გამკლავებისათვის აუცულებელი უნარების გამომუშავება;
• პოლიტიკოსების ცნობადობის გაზრდა;ახალგაზრდებში პოლიტიკოსების მიმართ ნდობისა და კონსტრუქციული დამოკიდებულების ჩამოყალიბება;
• კონსტრუქციული კრიტიკის უნარების გამომუშავება;
• საჯარო გამოსვლის და დებატების უნარ-ჩვევების განვითარება.
პროექტი მოიცავს სამ ეტაპს:
ეტაპი 1: ახალგაზრდებთან შეხვედრები და ტრენინგების ჩატარება
ეტაპი 2: ვორქშოპები პრაქტიკული უნარების გამომუშავებისათვის
ეტაპი 3: პრობლების ადვოკატირება და საარჩევნო პროცესში ჩართვა
პროექტის განხორციელების ადგილი: მარნეულის მუნიციპალიტეტი, ქვემო ქართლის რეგიონი.
პროექტის განხორციელების პერიოდი - 5 თვე; 2021 წლის ივნისი - ოქტომბერი
პროგრამის გავლის შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ
https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=304210
