თანასწორობის ჰაკათონის ფარგლებში გიწვევთ რიგით მესამე ვებინარზე: "რა გამოწვევებია საქართველოში ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური უმცირესობებისა და შშმ პირების უფლებების ჭრილში?"
ვებინარზე მიმოვიხილავთ ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური უმცირესობებისა და შშმ პირების უფლებებს საქართველოში და ვისაუბრებთ იმ გამოწვევებზე, რაც თითოეული ჯგუფის წინაშე დგას.
ვებინარი საინტერესო იქნება ყველა ადამიანისთვის, ვინც თანასწორობის და მრავალფეროვნების თემით არის დაინტერესებული, თუმცა განსაკუთრებით ღირებული იქნება მათთვის, ვინც თანასწორობის ჰაკათონში აპირებს მონაწილეობის მიღებას.
ვებინარზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://zoom.us/.../tJMvd--hqDMiHddsvLws39NW8DgHklXGrHuC
