ბიტისი გიწვევთ ახალგაზრდული შესაძლებლობების პრეზენტაციაზე, 12 ივნისს ახალგაზრდობის სააგენტოში.
კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პრეზენტაციაზე ყველა წესი დაცული იქნება.
ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია სააპლიაკციო ფორმის შევსება, მიჰყევით შემდეგ ბმულს: https://forms.gle/SukfXS4EaZHzNahC6
სამუშაო ენა - ქართული
პრეზენტაციის მიზანი - ფართო აუდიტორიისთვის ბიტისის შესაძლებლობების გაზიარება. გარდა ამისა ყველა მონაწილის კითხვას გაეცემა დამაკმაყოფილებელი პასუხი.
ბიტისის გუნდის წევრები ისაუბრებენ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:
რა სახის პროექტებს გვთავაზობს ორგანიზაცია
როგორ მივიღოთ მონაწილეობა ბიტისის მიერ შემოთავაზებულ პროექტებში
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მონაწილე
კოვიდიდან გამომდინარე რა სირთულეებს შეიძლება შევხვდეთ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის დროს
რომელ ქვეყნებში არის შესაძლებელი მოხალისეობა/ ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობა
რა საქმიანობას ანხორციელებენ მონაწილეები საზღვარგარეთ
ამ და კიდევ სხვა საინტერესო ინფორმაციისთვის, გვეწვიეთ 12 ივნისს, შემდეგ მისამართზე - ვაჟა-ფშაველას გამზირი 76ბ.
