Warning: trim() expects at least 1 parameter, 0 given in /home/youthplatform/public_html/index.php on line 1
ტრენინგ კურსი “ახალგაზრდებთან მუშაობა დაფუძნებული თანაგრძნობასა და მონაწილეობაზე“ ანონიმური შეფასება
img upload
close
შესაძლებლობები

ორგანიზაციებისთვის

112

გარემოს დაცვა

71

ადამიანის უფლებები

174

ინოვაციები და ტექნოლოგიები

105

მეწარმეობა

60

ჯანმრთელობის დაცვა

64

გართობა და რეკრეაცია

73

ჰობი და ინტერესები

177

სხვა

320

logo



შესვლა
ტრენინგ კურსი “ახალგაზრდებთან მუშაობა დაფუძნებული თანაგრძნობასა და მონაწილეობაზე“
26 ოქტ. 2021
-
26 თებ. 2022
წასვლა
აღწერა
ხშირად დასმული კითხვები
მედია
ფაილები

ტრენინგების შესახებ სრული ინფორმაციისთვის (ინგლისურ ენაზე) ესტუმრეთ ბმულს: https://drive.google.com/drive/folders/1N_ZShDSWqqwIABfzRPrxb9f9b38VgkrV

 ვისთვის არის ეს ტრენინგ კურსი ?  

  • ახალგაზრდული მუშაკები, ახალგაზრდული ლიდერები, ტრენერები, ფასილიტატორები, მასწავლებლები და განმანათლებლები საქართველოდან.
  • ინგლისურ ენაზე მოსაუბრეები (მთლიანი ტრენინგ კურსი გაიმართება ინგლისურ ენაზე).
  •  ვინც გადაწყვიტა  აქტიური მონაწილეობა მიიღოს ყველა ვორქშოფსა და პროექტის აქტივობაში.
  •  ვისაც უკვე აქვს გამოცდილება ახალგაზრდულ საქმიანობასა და ახალგაზრდულ ჯგუფებთან მუშაობაში.

 რას ნიშნავს ეს ?

  • 6 ონლაინ ვორქშოფი/60 საათი (თემები: მონაწილეობის მეთოდები ახალგაზრდების მუშაობაში, არაძალადობრივი კომუნიკაციის საფუძვლები, თანაგრძნობა და კომფლიქტების გარდაქმნა)
  • ინიციატივების განხორციელება ახალგაზრდებთან თქვენს ადგილობრივ საზოგადოებაში  მენტორების მხარდაჭერითა და კონსულტაციებით.
  • ფინანსური მხარდაჭერა 10 ინიციატივისათვის (200 ევრო).
  •  მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

როდის?

ონლაინ ვორქშოფები:

  • 2021 წლის 29-30 ოქტომბერი.
  • 2021 წლის 13-14 ნოემბერი.
  • 2021 წლის 4-5 დეკემბერი.
  • 2021 წლის 18-19 დეკემბერი.
  • 2022 წლის 21-22 იანვარი.
  • 2022 წლის 25-26 თებერვალი.

ინიციატივების განხორციელება: 2022 წლის იანვარი-მარტი.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა ?

  •  ტრენინგ კურსი მთლიანად დაფინანსებულია (მონაწილეობის საფასურის გარეშე).

ჩვენ გიწვევთ,რომ მონაწილეობა მიიღოთ მხოლოდ მთლიან ტრენინგ კურსში.  თუ თქვენ გადაწყვეტთ აქტიური მონაწილეობა მიიღოთ ყველა ვორქშოფსა და პროექტის აქტივობაში, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია 10 ოქტომბრამდე, ქვემოთ მითითებულ ბმულზე:  https://forms.gle/xFFag9CuoQUfABKi8                                                               

  •  ონლაინ შეხვედრები გაიმართება Zoom-ში.

რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა ტრენინგ კურსში?

  • გაეცნოთ მეთოდებსა და იდეებს, თუ როგორ უნდა შეუწყოთ ხელი ახალგაზრდების მონაწილეობას თქვენს ჯგუფში/ორგანიზაციაში.
  • ახალგაზრდებთან თქვენი მუშაობის და ახალგაზრდული მუშაკის როლის გააზრება.
  • განავითაროთ დიალოგის კომპეტენციები, როგორც მომავლის ერთ-ერთი მთავარი კომპეტენცია.
  • ისწავლოთ არაძალადობრივი კომუნიკაციის საფუძვლები (NVC), რომელიც გვეხმარება გავუგოთ საკუთარ თავს, სხვა ადამიანებს და კომუნიკაცია დავამყართ ერთმანეთთან.
  • ახალგაზრდებთან მომუშავე ადამიანების ქსელის შექმნა.
  • თქვენი ციფრული უნარების განვითარება და ახალი ონლაინ ინსტრუმენტების გაცნობა.
#ადამიანის უფლებები
#დემოკრატიული ჩართულობა
შესაძლებლობა ადაპტირებულია:
საკონტაქტო ინფორმაცია
დახურვა
ფაილები
აქედან შეგიძლიათ გადატვირთოთ ფაილები
ფაილები არ მოიძებნება
შესაძლებლობით დაინტერესებულია (0)
დისკუსია
შეფასება
კომენტარები (0)
შეფასება
star 0.0
(0 შეფასება)