„თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერა” გულისხმობს სხვადასხვა მიმართულებით ახალგაზრდების მიერ ინიცირებული პროექტების დაფინანსებას გრანტის სახით, არაუმეტეს 3 000 ლარისა.
ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ითვალისწინებს ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი პროექტების შემდეგი მიმართულებით დაფინანსებას:
• ჰუმანური;
• საგანმანათლებლო;
• სამეცნიერო-კვლევითი;
• კულტურული;
• სპორტული;
• ეკოლოგიური;
• სოციალური.
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად უნდა იყო 18-29 წლის ჩათვლით ახალგაზრდა, აჭარის ა/რ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქე ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე აკრედიტებული უმაღლესი, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტი. ასევე, მონაწილეობის მიღება შეუძლია აჭარაში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, რომლის ხელმძღვანელი უნდა იყოს (18-29 წლის ჩათვლით) ახალგაზრდა.
გრანტის მოსაპოვებლად შეავსე საპროექტო განაცხადის ფორმა და ატვირთე შესაბამის გრაფაში!
კონკურსში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით :
. კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://yrc.ge/#/event/63ef41fb6892f80014304c49