ანონიმური შეფასება
img upload
close
შესაძლებლობები

ორგანიზაციებისთვის

112

გარემოს დაცვა

71

ადამიანის უფლებები

174

დემოკრატიული ჩართულობა

174

ინოვაციები და ტექნოლოგიები

105

მეწარმეობა

60

ჯანმრთელობის დაცვა

64

გართობა და რეკრეაცია

73

ჰობი და ინტერესები

177

logo



შესვლა
კონკურსი ახალგაზრდებისთვის „ეს ქვეყანა შენია“
16 მაი. 2023
-
31 ოქტ. 2023
წასვლა
აღწერა
ხშირად დასმული კითხვები
მედია
ფაილები

📯📯 სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში აცხადებს უკვე ტრადიციულ კონკურსს ახალგაზრდებისთვის „ეს ქვეყანა შენია“.
2023 წელს კონკურსის თემაა: საქართველო ევროპაა!

კონკურსის მიზანი: ახალგაზრდული კონკურსის – „ეს ქვეყანა შენიას“ მიზანია ახალგაზრდების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა, აქტივიზმის ხელშეწყობა და ახალგაზრდების წახალისება ჩაერთონ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ახალგაზრდას ან ახალგაზრდების ჯგუფს: მათ შორის სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს (ასაკი 30 წლამდე). ჯგუფური განაცხადის შემთხვევაში, ჯგუფის წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ადამიანს. მოსწავლეების შემთხვევაში თითოეულ ჯგუფს შესაძლოა ჰყავდეს ერთი კურატორ-მასწავლებელი.

კონკურსის ფორმატი: მონაწილეებმა უნდა დაგეგმონ და განახორციელონ საინფორმაციო კამპანია, ფლეშმობი, სოციალური მედია კამპანია, ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთობლივი ინიციატივები (მაგ. ერთობლივი დისკუსიების გამართვა, ერთობლივი კამპანიის ორგანიზება და ა.შ.) და სხვა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობაზე, იმ სარგებელზე რასაც ქვეყანა მიიღებს. ასევე საქართველოს ევროპულ იდენტობაზე, ჩვენი ღირებულებების სიახლოვეზე და იმაზე რომ „საქართველო ევროპაა“. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს მიეცემათ ონლაინ შეხვედრებზე დასწრების საშუალება, სადაც მიაწვდიან ყველა საჭირო ინფორმაციას და მასალას ამ საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვის და განხორციელებისთვის.

დამატებითი ინფორმაცია იხ: https://civilin.org/contest/konkursi-akhalgazrdebisthvis-es-qveqhana-shenia-2023/

#ადამიანის უფლებები
#დემოკრატიული ჩართულობა
#სხვა
შესაძლებლობა ადაპტირებულია:
არ არის ადაპტირებული
საკონტაქტო ინფორმაცია
დახურვა
ფაილები
აქედან შეგიძლიათ გადატვირთოთ ფაილები
საკონკურსო-განაცხადის-ფორმა-2023.docx
შესაძლებლობით დაინტერესებულია (0)
დისკუსია
შეფასება
კომენტარები (0)
შეფასება
star 0.0
(0 შეფასება)