📣 ახალგაზრდული ორგანიზაცია AIESEC-ი გთავაზობთ ექვსკვირიან მოხალისეობრივ გაცვლით პროგრამას ჩეხეთში.
🔹პროგრამა მორგებულია გაეროს მდგრადი განვითარების მეოთხე მიზანს, - ხარისხიან განათლებას. მონაწილეები ჩართულები იქნებიან აქტივობებში, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ისეთი უნარების განვითარებას როგორიცაა, კრიტიკული აზროვნება, გუნდურობა, კომუნიკაცია და სხვა.
🔹თუ გსურთ თავადაც შეიტანოთ წვლილი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში და მიიღოთ დაუვიწყარი უცხოური გამოცდილება, მაშინ არ გამოტოვოთ ეს შანსი.
🔗დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://aiesec.org/opportunity/global-volunteer/1291979